aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პარიზში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პარიზში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს.

საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს საფრანგეთში, ნომერზე + 33 7 83 31 86 89.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ამჟამად ვითარება განმუხტულია და სიტუაციას პოლიცია აკონტროლებს.
პარიზში, შანზ-ელიზეზე ადგილი ჰქონდა სროლებს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ერთი პოლიციელი მოკლულია, ერთი დაჭრილი, ერთი თავდამსხმელი ნეიტრალიზებულია, ერთს კი ეძებენ.
პარიზის პრეფექტურა მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ინციდენტის ადგილთან გადაადგილებისგან. შემთხვევის ადგილი ბლოკირებულია პოლიციის მიერ.

იტვირთბა....