aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ამოღებული ციანიდის მოცულობა მცირე იყო, მაგრამ რამდენიმე ადამიანის მოსაკლავად საკმარისი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“დანაშაულის ჩადენის მოტივი იყო ანგარება” – ასეთი განცხადება გააკეთა მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან”.

მისი თქმით, საქმეში მტკიცებულებებით, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივს წარმოადგენდა ანგარება, თუმცა გაოძიება მუშაობს სხვადასხვა ვერსიაზეც”, – განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

მთავარი პროკურორის მოადგილის განცხადებით, ამოღებული ციანიდის მოცულობა მცირე იყო, მაგრამ რამდენიმე ადამიანის მოსაკლავად საკმარისი.

“გიორგი მამალაძის ბარგში, რომლითაც იგი მიემგზავრებოდა გერმანიაში, აღმოჩენილია ნატრიუმის ციანიდი, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის.” – ამბობს გაბიტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დეკანოზი, გიორგი მამალაძე დააკავეს. სასულიერო პირი გერმანიაში პატრიარქთან მიემგზავრებოდა.

იტვირთბა....