aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საკონსტიტუციო ცვლილებების 95% შეთანხმებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის 95% შეთანხმებულია. როგორც ჩუგოშვილი აცხადებს, დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე საკითხი, რომელზეც კომისიაში  ჯერ კიდევ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. მისივე განმარტებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შერეულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა:

„ეს აბსოლუტურად ყველა პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ შედარებით წვრილმან ტექნიკურ საკითხებზე დისკუსია გრძელდება, იგივე, მაგალითად ბარიერის და გაუნაწილებელი მანდატების საკითხზე, მაგრამ ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც საარჩევნო სისტემას შეეხება, ყველას მხრიდან მიღებულია და იმედი მაქვს, რომ ოპოზიციური პარტიები მხარს დაუჭერენ მას კენჭისყრის დროს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

იტვირთბა....