aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ცეკვავენ ვარსკვლავების” შემოქმედებითი ჯგუფი “იმედის” მენეჯმენტს საქმიანობისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ცეკვავენ ვარსკვლავების” მონაწილეები, მოცეკვავეები და შემოქმედებითი ჯგუფი ერთიან განცხადებას აქვეყნებენ და ტელეკომპანის გაშვებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას თხოვენ.

“მოვითხოვთ, ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელობამ სამსახურში აღადგინოს ყველა გაშვებული თანამშრომელი, ვინაიდან ვთვლით, რომ მათი გაშვება მოხდა უსამართლოდ და პროექტში უხეშად ჩარევის ფორმით. უსამართლოდ პრექტიდან გაშვებულთა შორისაა პროექტის ხელმძღვანელიც. ვთვლით, რომ ეს არის შემოქმედებითი ჯგუფის საქმიანობისთვის ხელოვნურად ხელის შეშლა და გარკვეული პირების ინტერესების გატარება პროექტის საწინააღმდეგოდ. ასევე მოვითხოვთ ტელეკომპანიის მფლობელებთან და არა დირექტორატთან შეხვედრას. წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვაპირებთ პროექტში დარჩენას”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაშვებულთა შორისაა პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავების” სამხატვრო ხელმძღვანელი ლაშა ცერიაშვილი.

 

იტვირთბა....