aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, სავარაუდოდ, ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მსოფლიოს მოქმედი მე-16 ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ.

“მთავარი არხისა” და “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ჩოგბურთელი ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.

საქმესთან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არაა.

ცნობისთვის, ბასილაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მამაკაცი ჩოგბურთელია, რომელმაც ATP-ის ტურნირის მოგება შეძლო.

 

იტვირთბა....