aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩინჩალაძემ და მისმა კლანმა ვანო ზარდიაშვილი შეგნებულად გამოუშვეს პროვოკაციის მოსაწყობად”, – ეკა ბესელია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ეს იყო იაფფასიანი პროვოკაცია, როგორც ჩანს, ძალიან შეგნებულად გამოუშვეს ჩინჩალაძემ და მისმა კლანმა ეს არარაობა, ყოველთვის მათი მონა ზარდიაშვილი პროვოკაციის მოსაწყობად”, – ამ კომენტარს აკეთებს ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარი ინცინდენტის შემდეგ.

“მეტი მათ არაფერი არ ეხერხებათ, მეტი მათ არაფერი არ იციან. შეხედეს, როგორ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა მათი რჩეული მსაჯული, მოსამართლე ქალბატონი, რომელიც დღეს ვერ უძლებდა იმ კითხვებს, რომლებიც მის მიმართ არსებობდა. ის კადრები, რომლებიც ჩვენ აქ გავუშვით და ის კითხვები, რომლებიც დაისვა და ძალიან მწვავე ბრალდებები, რომლებიც მის მიმართ არსებობსდა, ააშკარავებდა იმ სურათს, რაც აქვს დაგეგმილი “ქართულ ოცნებას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, იგი ყველას აფრთხილებს, რომ ბოდიში არავისთან აქვს მოსახდელი.

“შემოუშვეს ეს “ქართული ოცნების” სახედ ქცეული ზარდიაშვილი, რომელმაც მიიღო პასუხი ჩემგან პროვოკაციაზე. მე მასაც და სხვებსაც ვაფრთხილებ, რომ არავისთან არ მაქვს მოსახდელი ბოდიში. ჩუმად არაკაცურად, ისე ლაპარაკობდა, რომ თქვენ ვერ გაგეგოთ, შეურაცხყმყოფელი სიტყვებით, მაგრამ მე გავიგონე. რამდენჯერაც იქნება ასეთი ამორალური პროვოკაცია და თავდასხმა, რამდენჯერაც ამას გაბედავს ან ეგ ან რომელიმე, მიიღებს შესაბამის პასუხს. პასუხისმგელობლობას, აი, ამაზე მე ვაკისრებ პირადად ბიძინა ივანიშვილს. მისი პასუხისმგებლობაა რომ დღეს “ქართული ოცნება” ლაპარაკობს ადეიშვილის ღამის მორიგეებისა და მისი ხელის ბიჭების სახით. დღეს ეს ადამიანია მისი სახე, ამიტომ მე პირადად მას ვაკისრებ პასუხისმგებლობას”, – განაცხადა უმრავლესობის ყოფილმა წევრმა.

იტვირთბა....