aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

შეშას არ შემოვატანინებთ, 90-იან წლებში ნუ დაგვაბრუნებენ – ვახტანგ გომელაური

aviabiletebi
ავიაბილეთები

90-იან წლებში ნუ დაგვაბრუნებთ – ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი აქციაზე შეშის მიტანას.

“შეშას არ შემოვატანინებთ, არ არის ეს ნორმალური და 90-იან წლებში ნუ დაგვაბრუნებენ” – განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ გომელაურმა.

“აქციაზე შემოიტანეს გენერატორები, რომელიც ჩვენ არ დავუშალეთ. ასევე შემოიტანეს დენის გამათბობელები და რომ დაგვეშალა, ატყდებოდა ამბავი. დენის პლიტებიც არ შემოგვატანინეს და არ გაგვათბესო. ოთხი დღე რომ გარეთ ვდგევართ დილიდან, დისკომფორტია, რა თქმა უნდა მოქალაქეებისთვის, პირველ რიგში პოლიციელები არიან ცოდოები და ყველა ის მოქალაქე, რომელიც აქ ცხოვრობს და წუხდება და ის მოქალაქეებიც, რომლებიც გარეთ დგანან,”-განაცხადა გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრიც განცხადებით, პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში უნდა გადაინაცლოს.

“მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა გადავიდეს კედელს მიღმა, კაბინეტებში, პარლამენტში და არა ქუჩაში ცეცხლის დანთებით და ხის ნაჭრების სროლით პოლიციელებისადმი. ეს თუ არ შეიცვლება და თუ იდგებიან გარეთ, ვერასდროს ვერ დაილაპარაკებენ. ყველასთვის უხერხულია ეს სიტუაცია. ვის უხარია აქ დგომა და მოქალაქეებისგან მიღებული ძალადობა,”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

იტვირთბა....