aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შალვა შავგულიძემ პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატურა პროტესტის ნიშნად მოხსანა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპროკურორო საბჭოს წევრმა და პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შალვა შავგულიძე საკუთარ კანდიდატურას პროტესტის ნიშნად ხსნის.

ოთარ კახიძის თქმით, პროკურორის არჩევის პროცესს არც თავად დაესწრება. კახიძე საკუთარ გადაწყვეტილებას იმით ამართლებს, რომ პროკურორის არჩევის პროცესი არის დახურული მედიისთვის.

„სხდომის გახსნისთანავე დავაყენე მოთხოვნა, რომ კანდიდატებთან გასაუბრება ღია ყოფილიყო მედიისთვის. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ კანდიდატების პასუხები მიიღოს ლაივ რეჟიმში და თავად შეაფასოს, მაგრამ საპროკურორო საბჭომ ჩვენი ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ვერ ვხედავ აზრს მივიღო მონაწილეობა ამ პროცესში. რა თქმა უნდა, შალვა შავგულიძეც იგივე პოზიციაზეა. ჩვენ არ გვქონია ილუზია, რომ საპროკურორო საბჭო აირჩევდა მთავარ პროკურორად შავგულიძეს”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

იტვირთბა....