aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღუდუშაურის კლინიკა ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ღუდუშაურის სახელობის კლინიკის ადმინისტრაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით დე ფაქტო КГБ-ს განცხადებას საგანგებო განცხადებითვე პასუხობს.

“გვსურს გამოვეხმაუროთ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი კოლეგის, ვაჟა გაფრინდაშვილს მისამართით დე-ფაქტო რეჟიმის მიერ გაჟღერებულ მორიგ უსაფუძვლო განცხადებას, რომელიც გავრცელდა მასმედიის საშუალებებში. 2008 წლის აგვისტოში, ვაჟა გაფრინდაშვილი გაუსვლელად იმყოფებოდა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და პირნათლად ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას. იგი, როგორც საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული ჭეშმარიტი ექიმი ჩვენი კლინიკის კედლებში იბრძოდა პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. აი, ეს გახლავთ სიმართლე. სამედიცინო საზოგადოების სახელით კიდევ ერთხელ ვგმობთ ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენლის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ და არაჰუმანურ ქმედებებს, სოლიდარობას ვუცხადებთ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”, – ნათქვამია ღუდუშაურის სახელობის კლინიკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, “ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანს”.

შეგახსენებთ, რომ ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა. მას ე.წ.საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან.

იტვირთბა....