aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს სოფელ ხაჯალიასთან ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე სამაშველო და სამედიცინო ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

“საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და მგზავრების ევაკუაცია დროულად განხორციელდა.

რკინიგზაში აცხადებენ, რომ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა არ დაზარალებულა და მოძრაობა უკვე აღდგენილია.

”ოპერატიულად განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარს ხელი არ შეუშლია მატარებლების მოძრაობის გრაფიკზე. მოძრაობა აღდგენილია, მიმდინარეობს მოკვლევა და უახლოეს პერიოდში გაირკვევა აალების მიზეზები”. – ნათქვამია რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

იტვირთბა....