aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალზე სატვირთო მანქანა და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქობულეთი-ბათუმის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, გვირაბთან სატვირთო მანქანა და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.

როგორც პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ განაცხადა, დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ.

„სასწრაფო დახმარებამ სამი დაშავებული ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, ერთი კიბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს პირველადი დათვალიერებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ, სავარაუდოდ, ამბულატორიული დახმარების შემდეგ, მათ სახლებში გაწერენ“, – განაცხადა ბადრი პაქსაძემ.

შს სამინისტროს ინფორმაციით. მიმდინარეობს გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....