aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქობულია: მინისტრობა ბახტაძემ შემომთავაზა, რომელსაც არ ვიცნობდი, ალბათ, გაიკითხ-გამოიკითხეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ქობულიას განცხადებით, მინისტრობა მას პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ შესთავაზა, რის შემდეგაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

„წინადადება შემომთავაზა მამუკა ბახტაძემ, რომელსაც არ ვიცნობდი, მაგრამ ერთხელ მყავდა ნანახი. მას სმენია ჩემს შესახებ. ალბათ, გაიკითხ-გამოიკითხეს და გადაწყვიტეს, რომ ამ კვალიფიკაციის ადამიანი სჭირდებოდათ. მან შემომთავაზა და დავინტერესდი. ყოველთვის მინდოდა საქართველოში დაბრუნება და რაღაცის გაკეთება, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა და დიდი ინტერესია, ამიტომაც ამ წინადადებას სერიოზულად გავეცანი.

ამის შემდეგ, მე შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, რადგან ის არის პარტიის ლიდერი და რა თქმა უნდა, მაინტერესებდა, რამდენად ეთანხმებოდა ჩემი და ბიძინა ივანიშვილის, როგორც პარტიის თავმჯდომარის ხედვა. მსურდა, მისგან რჩევა მიმეღო და გამეგო, რისი გაკეთებაც მე მინდა, იქნებოდა თუ არა მისაღები ამ კონტექსტში. ეს გავაკეთე და მე შემიძლია ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ, ბოლო სამი კვირის განმავლობაში შეხვდი და განვიხილეთ ეს საკითხები“, – განაცხადა ქობულიამ.

გარდა ამისა, ქობულიამ აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოვიდა იმის გამო, რომ ქვეყანას თავისი გამოცდილება მოახმაროს, რომელიც 20 წლის განმავლობაში მიიღო.

„შემიძლია წავიდე და გავაკეთო ის, რაც მინდა, საქართველოში, რუსეთში თუ ამერიკაში. ექსკლუზიურ პოზიციაზე ვიყავი ძალიან მსხვილ კომპანიში, ვიყავი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, უფროსი პარტნიორი. ეს არის ელიტური, უმაღლესი ეთიკური სტანდარტების კერძო კომპანია.

არ მინდა, თავის ქებაში ჩამომართვათ, მაგრამ მე ცხოვრებაში არანაირი პრობლემა არ მაქვს. აქ ჩამოვედი იმიტომ, რომ მინდა, ამ ქვეყანას დავეხმარო, ჩემი გამოცდილება, რაც მივიღე „მაქკინზიში“ 20 წლის განმავლობაში, საქართველოს მოვახმარო და, რა თქმა უნდა, მაქვს ინტერესი და ამბიცია, რაღაც გავაკეთო. ამიტომ, არ გადავუხვევ ჩემს პრინციპებს, ამ პრინციპებით ვცხოვრობდი 20 წელი და ასე ვაპირებ“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

იტვირთბა....