aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქვაბისხევში მასწავლებელი კლდიდან გადავარდა და დაიღუპა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბორჯომის რაიონში, ქვაბისხევში, გორის მესამე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა და დაიღუპა,-
ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქვაბისხევში სკოლის წარმომადგენლები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. პედაგოგების თქმით, მათ ამ ადგილის მონახულება შოთა რუსთაველის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად გადაწყვიტეს.

სკოლის დირექტორის, ვახტანგ სუხიტაშვილის თქმით, გარდაცვლილს, დღეს გვიან სახლში გადაასვენებენ.

,,ძალიან სამწუხარო ამბავი შეგვემთხვევა. მხოლოდ მასწავლებლები ვიყავით ექსკურსიაზე, ასეთი ტრაგიკული აღმოჩნდა ჩვენი სკოლისთვის სასწავლო წლის დამთავრება.” – განაცხადა სკოლის დირექტორმა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.

იტვირთბა....