aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

ქეთი მსხილაძე: ზვიად რატიანის საჩივარზე საბჭოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები

aviabiletebi
ავიაბილეთები

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ქეთი მსხილაძემ პოეტ ზვიად რატიანის საჩივრის განხილვის შემდეგ განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ პირველ არხს პოეტ ზვიად რატიანის დაკავებისას შსს-ს  ვიდეოს გავრცელების გამო არც ჯეროვანი სიზუსტის დარღვევა, არც სიძულვილის გაღვივება და არც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა დაუდგინა.

“უნდა მომხდარიყო ზვიად რატიანთან დაკავშირებული მასალის შესწავლა და ამოღებული ყოფილიყო ის ნაწილები, რომელზეც ახლა მომჩივანი ჩივის და მე თუ მკითხავთ, სრულიად სამართლიანად,” – განაცხადა მსხილაძემ.

მისი თქმით,  შეცდომას როდესაც დაუშვებ, აღიარება კარგია იმიტომ, რომ შემდეგ ამ შეცდომას აღარ გაიმეორებ.

„საერთოდ, როდესაც ეთიკურ პრინციპებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად ეთიკური, მორალური მხარე უნდა წამოვწიოთ წინ და კანონი არ უნდა განვიხილოთ დოგმატურად. ეთიკურ პრინციპებზე საუბრის დროს, ასევე აუცილებლად გასათვალისწინებელია კონტექსტი და აქედან უნდა გამოდიოდეს ჟურნალისტი. არ ვამბობ, რომ ეს შეგნებულად გააკეთა ჟურნალისტმა და იმ გუნდმა, რომელმაც მოამზადა ეს მასალა, მაგრამ ეს იყო, მოდი დავარქვათ დაუდევრობის შედეგი. მესმის, რომ ოპერატიულობა ძალიან მნიშვნელოვანია მედიისთვის და სატელევიზიო მედიისთვის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია სიზუსტე. ოპერატიულობას არ უნდა შეეწიროს სიზუსტე. ის, რომ მასალა მიიღეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, არ ნიშნავს იმას, რომ ეს მასალა შეიძლება სრულად გაუშვა სწორედ  ჟურნალისტური პრინციპებიდან და ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე. უნდა მომხდარიყო იმ მასალის შესწავლა და ამოღებულიყო ის ნაწილები, რომელზეც ახლა მომჩივანი ჩივის და მე თუ მკითხავთ, სრულიად სამართლიანად. საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მე ამას არ ვეთანხმები, მე სხვა მოსაზრება მაქვს. ვფიქრობ, რომ შეცდომას როდესაც დაუშვებ, აღიარება კარგია იმიტომ, რომ შემდეგ ამ შეცდომას აღარ გაიმეორებ“, – განაცხადა ქეთი მსხილაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ზვიად რატიანის საჩივარი არ დააკმაყოფილა და მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 27 დეკემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეოკადრები, რომელზეც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზვიად რატიანია ასახული.

საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ქარტიაში განცხადება მწერლებმა და გამომცემლებმა შეიტანეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქარტიის პირველი და მეათე პრინციპები დაარღვიეს.

ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დააკავეს. სასამართლომ ზვიად რატიანს 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.  საქმის მოკვლევა დაიწყო გენინსპექციამაც. რატიანის მიმართ პოლიციელთა უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება პროკურატურამაც დაიწყო.

იტვირთბა....