aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

“ოკუპაციას მშვიდობიანი პოლიტიკით დავძლევთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი კასპის „ოკუპაციის მუზეუმში“ შიდა ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა ოკუპაციის ფონზე არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და მოლაპარაკების არსებულ ფორმატებზე ისაუბრა და დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრა პროექტის “არა ოკუპაციას” ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ორგანიზაცია “მეგობრობის ხიდი-ქართლოსი” ახორციელებს.”აქედან რამდენიმე კილომეტრში ოკუპანტების მიერ მავთულხლართებია გავლებული. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც ყველაზე უკეთ ესმით ამ მოვლენის სიმძიმე და მათი ვისაც ოკუპაციასთან გამკლავება ყოველდღიურად უწევს. ოკუპაცია ქმნის არა მხოლოდ უსაფრთხოების რისკებს, არამედ ჰუმანიტარულ გამოწვევებს, არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ჩვენი მწყობრი, მშვიდობიანი პოლიტიკით დავძლებთ ოკუპაციას. იმედი მაქვს მალე მავთულხლართების დემონტაჟი მოხდება და მათ სწორედ ამ მუზეუმში განათავსებენ.”- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

იტვირთბა....