aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვარკეთილში ძლიერმა ქარმა 8 წლის ბავშვი გაიტაცა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ძლიერმა ქარმა  ვარკეთილში 8 წლის ბავშვი გაიტაცა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილას მოხდა.  ბავშვი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი, მიყენებული აქვს თავის ტრავმა და მსუბუქი დაზიანებები. “მეტრონომს” კლინიკაში განუცხადეს, რომ  ბავშვის  მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ძლიერი ქარის გამო ქალაქში დაზიანდა ინფრასტრუქტურაც. გმირთა მოედანზე კლდე ჩამოიშალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძლიერმა ქარმა დააზიანა ბანერები, მოგლიჯა ტოტები. მოსახლეობას სახლიდან გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

იტვირთბა....