aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართული მარშის” წევრები “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტების დაკავებას ითხოვენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის ჟურნალისტების დაკავებას ითხოვს. განცხადება ბრეგაძემ “რუსთავი2”-თან მიმდინარე აქციაზე გააკეთა. მისი თქმით, ტელეკომპანიის ტერიტორიას მანამდე არ დატოვებენ, სანამ
ტელეკომპანიის თანამშრომლების დაკავება არ მოხდება.

გარდა ამისა, ბრეგაძე მოითხოვს დააკავონ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია, რომელმაც ბრეგაძის მტკიცებით, აქციის მონაწილეებზე “ავტომობილით გადავლა” სცადა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბრეგაძეს განუცხადა, რომ მან ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ სამართალდამცავ ორგანოს ოფიციალური განცხადებით უნდა მიმართოს. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა პოლიციის განყოფილებაში აქციის ერთ-ერთი მონაწილე გადაიყვანა, რომელმაც განაცხადა, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს.

ცნობისთვის, აქცია რამდენიმე საათის წინ დაიწყო,  მონაწილეები გადაცემა პ.ს.-ში გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ, რომელიც მან იესო ქრისტესთან დაკავშირებით გააკეთა. ისინი ჟურნალისტისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

მათ გაბუნიას ტელეკომპანიის შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.  ამ წუთებში სამართალდამცველებს შენობის შესასვლელი ცოცხალი ჯაჭვით აქვთ გადაკეტილი. პოლიციამ აქციის სამი მონაწილე დააკავა. შეკრებილებმა დააზიანეს ავტომობილი, რომელშიც გაბუნია და მურადაშვილი იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გადაცემა პ.ს-ში პირდაპირ ეთერში გიორგი გაბუნიამ  შემდეგი სახის განცხადება გააკეთა:

„მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო 2-3 წელიწადში აჭარაში და ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნება ყველა ხე გადარგული. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე უხეო აჭარაში. მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად” – ასეთი შესავალი გაუკეთა გადაცემა „პოსტკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრაზე გაკეთებულ სიუჟეტს.

იტვირთბა....