aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ქალებისათვის ყოველი ერთი წელი მნიშვნელოვნად საყურადღებოა სწორად დაგეგმილი ინ ვიტრო განაყოფიერებისთვს”- ექიმი-რეპროდუქტოლოგი

“ქალს, რომელსაც ქორწინებაში არაა, მას შეეძლო შვილი გაეჩინა დონაციის გზით. ამ ბრძანების შემდეგ შესაძლოა, მაგის საშუალება აღარ ჰქონდეს. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, მაღალი ასაკობრივი ქალებისათვის ყოველი ერთი წელი მნიშვნელოვნად საყურადღებოა კვერცხუჯრედების ხარისხისა და რაოდენობის მიზნით სწორად დაგეგმილი ინ ვიტრო განაყოფიერებისთვს. ამიტომ ეს შესაძლოა მათთვის გახდეს შედარებით ნაკლები შანსი.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

არსენ გვენეტაძე – ექიმი-რეპროდუქტოლოგი

აღნიშნულით ექიმი “დღის ამბებში”

იუსტიციის მინისტრის ახალ ბრძაებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც თუ ქორ­წი­ნე­ბი­დან 1 წელი არ არის გა­სუ­ლი, ქალი ინ­ ვიტ­რო(ხელოვნურ) გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას ვე­რ შეძ­ლებს. 

ცნო­ბის­თვის,იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა 25 აგ­ვის­ტოს  ბრძა­ნე­ბას მო­ა­წე­რა ხელი. სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის წეს­ში ცვლი­ლე­ბე­ბი 2020 წლის 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.

ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბამ­დე ნო­ტა­რი­უ­ლად და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მხა­რე შე­იძ­ლე­ბა იყოს “ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის­გან შემ­დგა­რი წყვი­ლი, რომ­ლის მი­ზან­საც წარ­მო­ად­გენს ექ­სტრა­კორ­პო­რუ­ლი გზით და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის აღ­ზრდა” იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი:

  • იმ­ყო­ფე­ბი­ამ ქორ­წი­ნე­ბა­ში და ქორ­წი­ნე­ბი­დან გა­სუ­ლია სულ მცი­რე, 1 წელი;
  • იმ­ყო­ფე­ბი­ან ფაქ­ტობ­რივ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ში, სულ მცი­რე, უკა­ნას­კნე­ლი 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ფაქ­ტობ­რივ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ში ყოფ­ნის ფაქ­ტი ნო­ტა­რი­უ­სის წი­ნა­შე უნდა და­დას­ტურ­დეს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბით.
იტვირთბა....