aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ოქრო და ფულია წაღებული”: მანიკა ასათიანის ბინა გაქურდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

წუხელ, ცნობილი მოდელის და ყოფილი ტელეწამყვანის მანიკა ასათიანის ბინა გაქურდეს, ამის შესახებ ინფორმაცია მოდელმა თავად გაავრცელა.

მისი თქმით, წაღებულია ძვირადღირებული ოქროულობა და ფული.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ,,პრაიმნიუსჯორჯია” უცვლელად გთავაზობთ:

,,გუშინ ღამე სახლი გატეხილი და გაქურდული დამხვდა! მე და გიო ვიყავით მარტოები და ფიქრიც არ მინდა, რომ მიმესწრო ქურდისთვის რა მოხდებოდა. ის ფაქტი უფრო მაგიჟებს, რომ წარმოვიდგენ ვიღაც უცხო დაბოდიალობდა ჩემს სახლში, ვიდრე ის, რომ ძვირფასი ოქროები და ფულია წაღებული, მათ შორის ჩემი ქმრის საქორწილო ბეჭედი. ზოგადად გუშინ მივხვდი, რომ ძალიან ბევრი მსგავსი ქურდობა ხდება ქვეყანაში და არ შეიძლება, რომ უფრო ინფორმირებულები ვიყოოთ?! ამ დროში ადაიანების დაუთოვება, დასკოჩვა და ა.შ თუ კიდევ ხდებოდა მე პირადად არ ვიცოდი და მძიმე რეალობა ისაა, რომ ხდება და არა იშვიათად!. გამომძიებლებმა და ექსპერტებმა ბევრი მსგავსი შემთხვევის შესახებ მიამბეს (დილის 6 საათამდე ჩემს სახლში იყვნენ) მე დიდი იმედი მაქვს ქურდს მივაგნებთ და საკადრისადაც დაისჯება, მაგრამ თქვენ გირჩევთ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ და ფრთხილად იყავით! ფაქტია, რომ სანამ ჩემ თავზე არ გამოვცადე ეს სშინელება არაფერი არ ვიცოდი და ისიც ფაქტია, რომ არც თუ ისე ცოტა შემთხვევაა ქურდობის (მარტო ჩემთან ყოფნისას 2-3 გამოძახება იყო ქურდობაზე) და რას ნიშნავს ეს?! მარტო თბილისში, თუ ღამეში რამოდენიმე სახლი იქურდება ნორმალურიაა?!!”, – წერს მანიკა ასათიანი.

იტვირთბა....