aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ფოფხაძე “აიისაზე”: “ვიღაცაზე ნაწყენი ვარ და მისი დედა პრეზერვატივზე რომ გამოვსახო, ეს ნორმალური იქნება?”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია დააჯარიმა.

„გამოხატვის უფლება აბსოლუტური უფლება არ არის, რითაც ადამიანმა შეიძლება ისარგებლოს. შეიძლება ვიღაცის უახლოესი ნათესავი რომ დახატონ? თუ პერსონალიებზე გადავალთ, ვიღაცაზე ნაწყენი ვარ და მისი დედა პრეზერვატივზე რომ გამოვსახო, ეს ნორმალური იქნება? ადამიანს ასეთი უფლება უნდა ჰქონდეს?

თამარ მეფე მთელი საქართველოსა და ქართველებისთვის მეფეთა მეფეა და ისეთი ადამიანია, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმბოლოს წარმოადგენს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ სახელმწიფომ ასეთი უფლება უნდა დაიცვას, ალბათ, იმ ადამიანს რაღაც ფსიქიკაში ნორმალურად არ აქვს ჩამოყალიბებული.

მგონია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სწორია. ყველას უნდა გვქონდეს იმის სამოქალაქო მოვალეობა, რომ სხვის უფლებებს არა მხოლოდ მატერიალურად არ შევეხოთ, არამედ ერთმანეთის გრძნობებსაც უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან ესეც არის სიკეთე”, – დასძინა ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია 500 ლარით დააჯარიმა. 

 

იტვირთბა....