aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა არადეკლარირებული ოქროს და ვერცხლის შემოტანა აღკვეთეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ყაზბეგი“ და ”თბილისის აეროპორტი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროსა (136.78 გრ.) და ვერცხლის ( 8.6 კგ.) ნაკეთობები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ,რომ საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 17 091.99 ლარი შეადგინა.

მათი ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა საერთო ჯამში 17,091.99 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო საავტომობილო“ ოქროს ნაკეთობების (279,85 გრამი) უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.

”საქონლის საბაჟო ღირებულებამ 18 209.43 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა”, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

იტვირთბა....