aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ბიზნეს იდეა ბიზნესი მთავარი საზოგადოება

ფინანსების გარეშე დაწყებული ბიზნესი საქართველოში

aviabiletebi
ავიაბილეთები

არსებობს მოსაზრება, რომ ბიზნესი ფინანსური კაპიტალის გარეშე არ იწყება,თუმცა მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეს შეხედულება მცდარია. უნივერსიტეტის ხუთმა მეგობარმაც, საქართველოში, კომერციული საქმიანობა  მხოლოდ ენთუზიაზმით დაიწყო და დღეს მომხმარებელს, ციფრულ მარკეტინგში, კომპანია AdMove -ის სახელით, უკვე ჩამოყალიბებულ სერვისს სთავაზობს.

როგორ იქცა იდეა ბიზნესად- „მეტრონომს“ კომპანიის თანადამფუძნებელი, დიმა ტეფნაძე ესაუბრა.

„მეტრონომი“:  რას სთავაზობს თქვენი კომპანია   მომხმარებელს?

დიმა ტეფნაძე: ჩვენი კომპანიის სახელია AdMove,  რომელშიც თავმოყრილია ციფრული მარკეტინგის ყველა უპირატესობა. ჩვენ ვაკავშირებთ ბრენდებს და მძღოლებს ერთმანეთთან, რის შედეგადაც იქმნება ძლიერი მარკეტინგული კამპანია.

ადადასა111

უფრო ზუსტად, ავტომობილი იბრენდება სხვადასხვა მოცულობის სტატიკური სტიკერით. მძღოლის პლანშეტზე ან სმარტფონზე ჩაწერილი ჩვენი აპლიკაცია აღრიცხავს ავტომობილის მოძრაობის ისტორიას. მონაცემები ავტომატურად აისახება ბრენდის პანელზე, შედეგად მას საშუალება აქვს გაზომოს და თვალ-ყური ადევნოს რეკლამის განთავსების არეალს. Admove-ს  აგრეთვე აქვს მოქნილი გადახდის სისტემა, ბრენდი იხდის ზუსტად იმდენს, რა ღირებულების მარკეტინგული კამპანიაც გასწია ავტომობილმა. თანხის გადახდა ხდება გავლილ კილომეტრების მიხედვით.

აფდაა

– ვის და რატომ გაგიჩნდათ ამგვარი სერვისის შეთავაზების იდეა?

– გუნდი შედგება 5 წევრისგან, სადაც  შემადგენლობაშია ორი მარკეტერი, ორი დეველოპერი და ფინანსური მენეჯერი. ჩვენი გუნდის წევრების უმრავლესობა უნივერსიტეტის მეგობრები ვართ. ვსწავლობდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე, შესაბამისად იდეაც გაჩნდა უნივერსიტეტში ერთ- ერთი საგნის დავალების შესრულებისას.

ეს თქვენი პირველი ნაბიჯებია თუ გაქვთ ბიზნესში  გამოცდილება?

– ჩვენ, AdMove-ს გუნდის წევრები, ყოველთვის ვცდილობდით შეგვექმნა რაიმე განსხვავებული ბიზნეს იდეა. ვიდრე AdMove-ზე დავიწყებდით მუშაობას, გვქონდა მცდელობა დაგვეწყო ხის საათვალეების, ბეჭდების, საათებისა და სხვა აქსესუარების წარმოება, მაგრამ, სამწუხაროდ, იდეა სისრულეში ვერ მოვიდა და უბრალო მცდელობად დარჩა. შემდეგ მოვხვდით ტექნოპარკის პირველ ნაკადში,  რაც ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო და მათ მადლობა მინდა ვუთხრა ნდობისთვის.  ჩვენ კი ჩვენი მხრივ აუცილებლად გავამართლებთ  მოლოდინებს .

– რა სირთულეები შეგხვდათ ბიზნესის განვითარებისას?

– მთავარი სირთულე მდგომარეობს ბაზარზე დამკვიდრებულ სიტუაციაზე. კერძოდ, გარე სარეკლამო ბაზრის უდიდესი ნაწილი კონცეტრირებულია რამდენიმე კომპანიის ხელში, რაც ართულებს ბაზარზე ახალი ტიპის რეკლამის დანერგვას.

რა არის საჭირო ბიზნეს იდეის განხორციელებისთვის?

– პირველ რიგში აუცილებელია კარგად მოტივირებული გუნდი და შემდეგ ბაზრის კარგად შესწავლა. როგორც წესი სტარტაპების (ახლადწამოწყებული ბიზნესი) უმრავლესობის მოლოდინი, საქმის დაწყებისას, ხშირად არააადეკვატურად მაღალია. ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად შევაფასოთ შესაძლებლობები და ზუსტად გავიგოთ, ვინ შეიძლება იყიდოს, ან გამოიყენოს ჩვენი პროდუქტი; ასევე,  მომხმარებელში რა „ტკივილის“ მოხსნა შეუძლია ჩვენს  მიერ შექმნილ პროდუქტს.

რამდენად დაინტერესებულია მომხარებელი თქვენი პროდუქტით?

– მიუხედავად იმისა რომ ციფრული მარკეტინგი დღითიდღე ვითარდება, გარე რეკლამას მაინც ჰყავს თავისი მომხმარებელი. საქართველოს  ბაზარზე არსებული სარეკლამო კომპანიების უმრავლესობა ვერ უზრუნველყოფს რეკლამის გაზომვას, მართვას და მათ არ აქვთ მოქნილი გადახდის სისტემა, რის გამოც, ხშირად, კომპანიები თავს იკავებენ გარე რეკლამის განთავსებაზე. პლატფორმა, რომელიც ჩვენ შევქმენით, უზრუნველყოფს – გავზომოთ და ვმართოთ რეკლამა, აგრეთვე, მომხმარებელს შევთავაზოთ მოქნილი გადახდის სისტემა. ეს პლატფორმა ახლახანს გაეშვა და უკვე გადავედით უშუალოდ გაყიდვებზე. პირველადი მონაცემებით შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი ტიპის რეკლამაზე ბაზარზე მოთხოვნა არსებობს.

კონკრეტულ დეტალებზე თუ შეგიძლიათ საუბარი: ფინანსურად რა ჯდება ბიზნეს იდეის განხორციელება და რამდენად სწორად მიგაჩნიათ აზრი, რომ ბიზნესი კაპიტალის გარეშე არ იწყება?

– ეს სერვისი ყოველგვარი კაპიტალის გარეშე  შევქმენით, რადგანაც გუნდი ისეა დაკომპლექტებული, რომ სხვა სპეციალისტის აყვანა არ მოგვიწია. აღსანიშნავია, რომ  ჩვენი პროდუქტი არის სერვისი (მომსახურება)  და შესაბამისად, არაფრის წარმოება არ გვიწევს. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ტექნოპარკისგან მივიღეთ დაფინანსება 5 000 ლარის ოდენობით, რა თანხითაც გავაკეთეთ ტექნოპარკის რეკლამა ავტომობილებზე. ეს კი  ჩვენი სერვისის პირველი წარმატება იყო.

რა გეგმები გაქვთ და როგორ უყურებთ საქმიანობის განვითარებას მომავლისთვის?

– მას შემდეგ რაც ჩვენ იდეაზე დავიწყეთ მუშაობა, ბაზარზე გამოჩნდნენ სხვა, ანალოგიური სახის კომპანიები. ეს პროდუქტის პერსპექტიულობაზე მიანიშნებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა ქართული ბაზრის მაქსიმალურად ათვისება და პროდუქტის კიდევ უფრო განვითარება.

მანა ნოდია

 

იტვირთბა....