aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ფეხბურთელისთვის შეიძლება რაღაცები და ამისთვის არა?“ –  სანაია გოგიტიძეზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტი, ვახო სანაია მომღერალ მეგი გოგიტიძესთან დაკავშირებით სიციალურ ქსელში წერს.

“ამას რატომ აგინებთ ? ის მაინც გაბედა, ეთქვა, პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ვმღერიო, თუმცა ვის რაში სჭირდება ამის ეგ სიტყვებიც უკვე. ფეხბურთელისთვის შეიძლება რაღაცები და ამისთვის არა?

ეგ ფარისევლობა და ასმაგი სტანდარტი კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც გვიჭირს.

ცუდი საქციელია ესეც და ისიც, როცა ვინმე დუმს”, – წერს ვახო სანაია.

შეგახსენებთ, ქართველმა მომღერალმა, მეგი გოგიტიძემ სოციალურ ქსელში რუსელენოვანი მიმართვა გაავრცელა, სადაც ის მოსკოვში კონცერტის გამართვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მის ამ განცხადებას სოციალური ქსელის მომხმარებლების უკმაყოფილება მოჰყვა.

 

იტვირთბა....