aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რესტორანი “ფაეტონი”, ადგილი სადაც ნიკო ფიროსმანაშვილის სამყაროში მოხვდებით

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს დედაქალაქის შუაგულში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს მაღალი კლასის ქართული რესტორანი „ფაეტონი”, რომლის ეზოში შესვლისთანავე, ქალაქის ხმაურიდან, მოულოდნელად, მყუდრო, მწვანეში ჩაფლულ წალკოტში აღმოჩნდებით.

რესტორანი მაქსიმალურად ცდილობს სტუმრებს ძველი თბილისის ატმოსფერო შეუქმნას. როგორც საუკეთესო და გემრიელი სამზარეულოთი, ასევე მისი ინტერიერით.

გარდა ინტერიერში შემოტანილი ძველი თბილისის აივნიანი სახლების არქიტექტურული დეტალებისა, რესტორან „ფაეტონის“ კედლები თქვენს გაოცებას ნამდვილად შეძლებს. რესტორნის მთავარი დარბაზი ნიკო ფიროსმანაშვილის სურათების რეპროდუქციებით არის გაფორმებული.

გარდა ფიროსმანისა, რესტორნის სტუმრებს მე-19 საუკუნის თბილისის ამსახველი ფოტოების ასლებიც დახვდება. ასლებზე კინტოები და ძველი თბილისის მუსიკოსები არიან გამოსახულნი.

უნდა აღინიშნოს ირანული მხატვრობის  ყაჯარული სტილისპორტრეტი, რომელიც როგორც ცალკე ასევე, კოლაჟის სახითაა წარმოდგენილი ქალის ალეგორიულ ფიგურასთან ერთად.

ყაჯარული პორტრეტები, ნიკო ფიროსმანაშვილი და ძველი თბილისის ცხოვრების ამსახველი ფოტოები პირველ რიგში  არის ის, რაც მე-19 საუკუნის ტფილისის ასოციაცის უჩენს რესტორანში მოსულ სტუმარს.

როგორც ჩანს, რესტორანის დეკორატორმა ბოლომდე იზრუნა სტუმრების განწყობაზე. გარდა ზემოთჩამოთვლილისა,ძველი ქალაქის აზიური ნაწილისათვის დამახასიათბელი დუქნის აბრასაც გადააწყედება “ფაეტონში“ მისული სტუმარი. აბრაზე ქალის ფიურაა გამოსახული ღვნის დახლთან ერთად.

 

იტვირთბა....