aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

უჩა ნანუაშვილი: აუცილებელია დამნაშავეების დაკავება უახლოეს დღეებში მოხდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“უახლოეს ხანებში თუ არ მოხდება კონკრეტული პირების დაკავება, ქვეყნისთვის ცუდი სიგნალი იქნება.”- ეს განცხადება სახალხო დამცველმა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაზე გააკეთა.

უჩა ნანუაშვილის თქმით, აუცილებელია დამნაშავეების დაკავება უახლოეს დღეებში მოხდეს.

“სამწუხაროა, როდესაც ქვეყანაში ასეთ დანაშაულს აქვს ადგილი, იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში საგამოძიებო ორგანოები მაქსიმუმს გააკეთებენ, რომ ცხელ კვალზე მოხდეს დამნაშავის დაკავება. თუ არის შესაბამისად მტკიცებულებები, რომ აუცილებლია კვალიფიკაციის შეცვლა, ამაზეც ახლავე უნდა დაიწყოს ზრუნვა. უახლოეს ხანებში თუ არ მოხდება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება და პირების დაკავება, ეს იქნება ქვეყნისთვის ცუდი სიგნალი, ასეთი ფაქტები ქვეყნის იმიჯს, როგორც დემოკრატიული ქვეყნისას, სერიოზულ ზიანს აყენებს,”- განაცხადა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, საბურთალოს სასაფლაოზე „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანს ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით 3 ჭრილობა მიაყენეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

 

იტვირთბა....