aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

აფგან მუხთარლის უფლებადამცელი სარჩელს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ შეიტანს

aviabiletebi
ავიაბილეთები

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის უფლებადამცელი  დავას ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში გააგრძელებს- ის სარჩელს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ შეიტანს.

დაკავებული ჟურნალისტის მეუღლე  დაკავებას მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის ბაქოს საქალაქო სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.

როგორც მისი მეუღლე აცხადებს,  მუხთარლი საქართველოდან გაიტაცეს, რაც პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

იტვირთბა....