aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

ტყიბულის კარიერში მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის მეუღლე: მეუბნებიან, რომ ჩემი ქმარი ცოცხალია, მაგრამ ჯერ არ ამოუყვანიათ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერის მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის მეუღლის განცხადებით, მისი ქმარი ქვანახშირის კარიერში სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობდა.

„მეუბნებიან, რომ ჩემი მეუღლე ცოცხალია, მაგრამ ჯერ არ ამოუყვანიათ. დაახლოებით 12:00-13:00 საათზე მოხდა შემთხვევა. ჩემი მეუღლე 64 წლისაა“,- განაცხადა ნანგრევებში მოყოლილი მამაკაცის მეუღლემ „ტვ პირველთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, ამასთან, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულში, მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ ადამიანამდე ჩასვლა მოხერხდა, ის კონტაქტურია და მიმდინარეობს მისი გამოყვანა, ასევე გრძელდება მეორე მოქალაქის ძებნა.

იტვირთბა....