aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ტყვიავში „ქართული ოცნებისა“ და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ადამიანის უფლებათა ცენტრის” ინფორმაციით, ტყვიავში „ქართული ოცნებისა“ და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ:

 

“ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, გორის 42-ე ოლქის 92-ე საარჩევნო უბანი სოფელ ტყვიავში 13 წუთის დაგვიანებით გაიხსნა. კომისიის თავმჯდომარე თავიდან აგრესიულობით გამოირჩეოდა – დამკვირვებლებს უშლიდა რეგისტრატორებთან მიახლოებას და კომისიის სხვა წევრებს უყვიროდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელის მოწოდების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე დამშვიდდა.

 

ამავე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნებისა“ და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის აქტივისტები სიტყვიერად შელაპარაკდნენ და ერთმანეთი უშვერი სიტყვებით გალანძღეს. საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა.” ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

იტვირთბა....