aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ტუღუში არის ერთ-ერთი სასურველი კანდიდატურა, რომელმაც კარგად იცის შიდა სამზარეულო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ თეიმურაზ ტუღუშის არჩევას ეხმაურება.

გვენეტაძის თქმით, ტუღუში მისი კანდიდატურა იყო. მისივე განცხადებით, თეიმურაზ ტუღუშის კანდიდატურა წარდგენილი იყო კანონით დადგენილი წესით და რაიმე ინდივიდუალური ჩარევები, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისათვის იქნებოდა მნიშვნელოვანი, არ ყოფილა.

„ის ყველა სამართალწარმოების ასპექტში არის საკმაოდ ჩახედული, დაკვალიანებული და ვფიქრობ, ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოს ასეთი წევრის სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელებისთვის იქნება მეტად ეფექტური, რაც სწრაფი მართლმსაჯულებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ბატონი თეიმურაზი არის ჩემი კანდიდატურა. ბუნებრივია, მას წინ უძღოდა კონსულტაციები, რაც მუშა რეჟიმში ხორციელდებოდა, უამრავი ადამიანის მოსაზრება, შეფასება იყო გათვალისწინებული. ჩემი ვალდებულება და ჩემი პასუხისმგებლობაა,  რომ პლენუმს წარვუდგინო კანდიდატურა, რომელიც თავის გადაწყვეტილებით დამეთანხმება ან არ დამეთანხმება, პასუხისმგებლობას ვიღებ საკუთარ თავზე, თუმცა ჩემი კოლეგებიც ინაწილებენ პაუსხისმგებლობას პლენუმის სახით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კანდიდატურა წარდგენილი იქნა კანონით დადგენილი წესით და რაიმე ინდივიდუალური ჩარევები, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისათვის იქნებოდა მნიშვნელოვანი, არ ყოფილა”.-განაცხადა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად თეიმურაზ ტუღუში დანიშნა.

იტვირთბა....