aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“აუდიტორია 115”-ის წევრები სცენისკენ წავიდნენ: “მეტრონომი” ფილარმონიიდან

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფილარმონიაში კონსტიტუციის სახალხო განხილვის დაწყებამდე ხმაურია, ''აუდიტორია 115'' სკანდირებს: ''კონსტიტუცია ხალხს''

Gepostet von მეტრონომი • Metronome am Montag, 15. Mai 2017

ამ წუთებში ფილარმონიაში კოსტიტუციური ცვლილებების საერთო სახალხო განხილვის დასკვითი ეტაპის დაწყება “აუდიტორია 115”-ის პროტესტის გამო ვერ ხერხდება.  როგორც “მეტრონომის” ჟურნალისტი ფილარმონიიდან იტყობინება, ფორმატი შეიცვალა და პროტესტის მონაწილეებს კითხვების დასმის საშუალება მისცეს.

“აუდიტორია 115”-ის წევრები საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებდნენ და სკანდირებდნენ სიტყვებს ,,კონსტიტუცია ხალხს” და ,,4 მეშახტე”.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ პროვოკაცია იგეგმებოდა. პარლამენტის სპიკერმა “აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლებს ახალგაზრდა კომუნისტები უწოდა.

,,ჩვენი ამოცანაა კონსტიტუციაზე მსჯელობა. შეიძლება თქვენ ეს არ გაინტერესებთ, მაგრამ აქ შეკრებილია 2500 ადამიანი, რომელსაც აინტერესებს და გთხოვთ დაგეგმილი პროვოკაციისგან თავი შეიკავოთ”, – მიმართა ირაკლი კობახიძემ “აუდიტორია 115”-ის წევრებს.
კობახიძის თქმით, ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი არაა საქართველოში. მისი განცხადებით, ცოდნა და კომუნიზმი შეუთავსებელია ერთმანეთთან.
“საქართველოში კომუნიზმის დრო დამთავრდა და არასოდეს დაბრუნდება. საქართველო ივლის ილია ჭავჭავაძის გზით” – კობახიძე აცხადებს, რომ შეხვედრა დახურულად უნდა გამოცხადდეს.
ამ წუთებში, როგორც “მეტრონომის” ჟურნალისტი იტყობინება, საპროტესტო აქციის მონაწილეები სცენისკენ დაიძრნენ.

იტვირთბა....