aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სუს-მა აეროპორტში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების დაღვრისთვის რუსეთიის მოქალაქე დააკავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სუს-მა თბილისის აეროპორტში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების დაღვრისთვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმიტრი ბ-მ 2018 წლის 2 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი”, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ადამიანი, სავარაუდოდ მხუთავი აირით მოიწამლა. აეროპორტში მოწამვლის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა არ იციან რა არის ამის მიზეზი.

 

იტვირთბა....