aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტები თანამედროვე სტანდარტების დაწესებულებაში იმკურნალებენ.

„სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკვე რეალურად დაწყებულია და წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებში მოუწევთ პაციენტებს ყოფნა. ასევე, ზუსტად ერთი თვის წინ გახსნილ იქნა ქვიტირის ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფო. მოგეხსენებათ, რომ ჩინეთთან თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, უკვე რატიფიცირებულ იქნა ხელშეკრულება ჩვენი მთავრობის მიერ და უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ სენაკსა და თელავში გაიხსნას ფსიქიკური ჯანდაცვის ახალი ცენტრები, რომლებიც იქნება მრავალფუნქციური და არ იქნება სტაციონარი. ამ დროისთვის მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ“, – განაცხადა მაია ლაგვილავამ.

იტვირთბა....