aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სტატუსის არმოცემა რუსეთისთვის საჩუქრის გაკეთებას ნიშნავს” – ზურაბიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

სტატუსის არმოცემა რუსეთისთვის საჩუქრის გაკეთებას ნიშნავს – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

“არ მინდა, იმაზე ვილაპარაკო, ვინ მეტი გააკეთა, ვინ ნაკლები. იმედი მაქვს, რომ ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ ამას მივაღწევთ. იმიტომ, რომ მე მგონი, ჩვენმა პარტნიორებმა კარგად გაიგეს, რომ ჩვენთვის ამ კანდიდატურის არმოცემა ნიშნავს რუსეთისთვის ერთგვარ საჩუქრის გაკეთებას და ამის სურვილი არ არსებობს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას ძალიან ხაზგასმით, რომ არ შეიძლება წინასწარ იმის ძახილი, რომ უთუოდ მოგვცემენ – მე მაქვს იმედი, როცა 27-მა ქვეყანამ უნდა მიიღოს თავიანთი გადაწყვეტილება, ყველა ქვეყნის გადაწყვეტილებას აქვს დიდი მნიშვნელობა და ერთმაც რომ თქვას უარი, ეს იქნება უარი – ამის მიმართ იმის თქმა რომ 100%-იანად უკვე გარანტირებულია, არის ან არ ცოდნა იმ სისტემის, ან არასწორი” – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....