aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სტატისტიკაში, სოციოლოგიაში არის ელემენტარული ზრდილობის წესები, რომელსაც ეს კვლევა არ აკმაყოფილებს“ – რაქვიაშვილი NDI-ზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს NDI-ის ახალი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა.

აღნიშნული კვლევის მიხედვით, მოქალაქეთა უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.

ამ საკითხს „გირჩის“ წევრი, სანდრო რაქვიაშვილი გამოეხმაურა.

„არის ელემენტარული ზრდილობის წესები სტატისტიკაში, სოციოლოგიაში, რომელსაც ეს კვლევა არ აკმაყოფილებს…

NDI ამ ქვეყანაში ყველაზე ცუდ კვლევებს აკეთებს. აი “გორბიც” კი უკეთეს კვლევებს ატარებს ჩემი აზრით, ვიდრე NDI. როცა ათას კაცს ჰკითხე და 28 პროცენტი გპასუხობს მხოლოდ და იქიდან (28 პროცენტიდან, ვინც გიპასუხა) 65 პროცენტი არ გეუბნება რომელ პარტიას უჭერს მხარს და შენ ამის შემდეგ ბედავ, რომ პარტიების რეიტინგი დაწერო, უბრალოდ ძალიან კომიკურად გამოიყურება ეს ყველაფერი. როგორ შეიძლება ამას ენდო?! რომ გამოაქვეყნეს ასეთი კვლევა, ესაა სასაცილო,“ – განაცხადა რაქვიაშვილმა.

იტვირთბა....