aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სპორტსმენები დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ძიუდოს ფედერაციის შენობასთან,  დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით  აქცია იმართება.

აქციაზე სპორტსმენებთან ერთად,  მათი გულშემატკივრებიც შეიკრიბნენ. ძიუდოისტები ქევხიშვილს ერთპიროვნულ მართვაში და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ დატოვოს ფედერაცია დავით ქევხიშვილმა. მთელი ნაკრებები ერთ აზრზეა, დილით ქალთა ნაკრები შემოგვიერთდა და დააფიქსირეს აზრი, რომ იგივე პრობლემა არსებობს მასთან“- აცხადებს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ავთანდილ ჭლიკიშვილი.

ძიუდოისტები 12:00 საათზე დავით ქევხიშვილთან შეხვედრას აპირებდნენ, თუმცა მათი ინფორმაციით ამ დრომდე ძიუდოს ფედერაციის  პრეზიდენტი შენობაში არ იმყოფება.

„ამხელ გუნდის წინააღმდეგ ასე გაჯიუტება არ არის სწორი. ჩემი აზრით, უნდა გადადგეს. თავს არიდებს ჩვენთან შეხვედრას…მოვედით და თუ გამოჩნდა დაველაპარაკებით…ეს აქციები გაგრძელდება“- აცხადებს მწვრთნელი გიორგი გუგავა.

შეგახსენებთ, რომ პროტესტი ქევხიშვილის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოისტთა ნაკრების წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ დაიწყო. სპორტსმენები წარუმატებელ გამოსვლას სწორედ ფედერაციის პრეზიდენტსა და მის მიერ წლების განმავლობაში გატარებულ პოლიტიკას უკავშირებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ძიუდოისტებს 16:00 საათზე სპორტის მინისტრი შეხვდება.

იტვირთბა....