aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სმიტების ოჯახის მვლელობაში ბრალდებულის ადვოკატები საქმის განხილვას ნაფიცი მსაჯულების მეშვეობით მოითხოვენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მვლელობასა და გაუპატიურებაში ბრალდებული 19 წლის მალხაზ კობაურის ადვოკატები საქმის განხილვას ნაფიცი მსაჯულების მეშვეობით მოითხოვენ.

როგორც კობაურის უფლებადამცველმა, ლექსო კობაიძემ განაცხადა, წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას დააყენებს.

მისი თქმით, პროკურატურამ ბრალდებულს ისე დაუმძიმა ბრალი, რომ არ წარუდგენია ახალი მტკიცებულებები.

“პროკურატურამ შეცვალა დანაშაულის ჩადენის მოტივი. თუ აქამდე ბრალდება საუბრობდა, რომ გაბრაზების ნიადაგზე მოხდა მკვლელობა, ამჟამად ამტკიცებენ, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივი ქალის მიმართ სექსუალური ლტოლვა გახდა,” – აღნიშნა ლექსო კობაიძემ.

ადვოკატ ვასილ მამულაშვილის ინფორმაციით კი, დაცვის მხარემ მტკიცებულებების მოკვლევა დაასრულა. მისი თქმით, გამოიკვეთა, რომ ბრალდების მხარის განცხადება, თითქოს „გარდაცვლილის გვამი ბრალდებულმა ზურგით ატარა ან მდინარის საშუალებით გადაადგილა“, გამოირიცხება.

“ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი. მდინარემ უფრო ნაკლები სიმძიმის ტვირთი მხოლოდ რამდენიმე მეტრზე გადააადგილა, არათუ კილომეტრებზე, რაც ბრალის ფორმულირებაშია. ამასთან, შეუძლებელი აღმოჩნდა ზურგით გარდაცვლილი მამაკაცის სიმძიმის ტვირთის გადაადგილებაც დიდ მანძილზე. ჩვენ ეს ყველაფერი მტკიცებულებად გვაქვს საქმეში,” – განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

იტვირთბა....