aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

უცნაური ინტერვიუ: სკრიპალის მკვლელობაში ბრალდებულებმა ინტერვიუ მისცეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საკმაოდ უცნაური ინტერვიუ შედგა რუსულ ტელეკომპოანია RT-ზე, რომლის რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ბრალდებული რუსი მოქალაქეები, ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი თავად დაუკავშირდნენ.

თავდაპირველად, ბრალდებულებმა თავიანთი სახელების და გვარების რეალობა დაადასტურეს. მათ განაცხადეს, რომ ნამდვილად იყვნენ ბრიტანეთში, თუმცა არა სამსახურებრივი მივლინებით, არამედ დასასვენებლად, უფრო სწორად იმიტომ, რომ მათი სიტყვებითვე რომ ვთქვათ, “გარემოსგან მოსაწყვეტად”.

“4 რიცხვში ჩვენ დავბრუნდით, იმიტომ რომ ლონდონში თბილი ამინდი იყო. მიზანმიმართულად გვინდოდა ბრიტანული ღირშესანიშნაობების ნახვა. გადავწყვიტეთ დაგვესრულებინა ეს 4 რიცხვში” – აცხადებენ ბრალდებულები და ამტკიცებენ, რომ არანაირი საწამლავი ნივთიერება არ ჩაუტანიათ ლონდოში და საერთოდ, არც კი იცოდნენ სად ცხოვრობდა სკრიპალი.

უცნაურია, თავდაპირველად მათ თავიდანვე, ინტერვიუმდე წამოაყენეს პირობები, რომ ჩაეწერებოდნენ მედიას იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ აღმოჩნდებოდნენ ხალხმრავალ ადგილას, იქნებოდა მხოლოდ ერთი კამერა და რაც მთავარია, არ უნდა დასმულიყო ისეთი შეკითხვები, რომლებიც დაკავშირებული იყო მათ წარსულ მოღვაწეობასთან.

“არ გვინდა ჟურნალისტებმა ქექვა დაიწყონ” – ასეთი იყო მათი არგუმენტი.

ბოშიროვი დაძაბული ჩანდა. ჟურნალისტებმა ეს შენიშნეს და კითხვა დაუსვეს. “ბრიტანეთმა ჩვენი ცხოვრება თავიდან ბოლომდე გაანადგურა” – ასეთი პასუხით დააკმაყოფილა ჟურნალისტის ცნობისმოყვარეობა ერთ-ერთმა ბრალდებულმა.

ისე დასრულდა ინტერვიუ, რომ ზედმეტი კითხვები არ დასმულა და უფრო მეტიც, დეტალებზე არანაირი ყურადღება არ გამახვილებულა.

შეგახსენებთ, რუსეთის ორ მოქალაქეს სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლა ედებათ ბრალად. რუსული მხარე ამ საქმეში თანამონაწილეობას უარყოფს. არადა, ეს საქმე გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რომ რუსეთისთვის ახალი სანქციები დაეკისრებინათ.

იტვირთბა....