aviabiletebi
ახალი ამბები მედია

საჯარო რეესტრი განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, ტელეკომპანიარუსთავი 2″-ის საქმეზე სარჩელის გამოქვეყნების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიას დროებითი მმართველები დაენიშნა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც მეტრონომი უცვლელად გთავაზობთ:

“საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ქიბარ ხალვაშის წარმომადგენლის პაატა სალიას განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია.
განცხადებას თან ერთვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინება (საქმეზე #2/15651-15) ამავე სასამართლოს მიერ 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე და 193-ე მუხლები).
ეს განცხადება (#B15218092) და სასამართლოს განჩინება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა 2015 წლის 5 ნოემბერს და გამოქვეყნდა სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (napr.gov.ge) 18 საათსა და 09 წუთზე.
5 ნოემბრის განჩინების თანახმად, კომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეთა ინტერესების დაცვისათვის, ასევე, დავის მიმდინარეობისას კომპანია “რუსთავი 2”-ის ფინანსებისა და ქონების შენარჩუნებისა და კომპანია “რუსთავი 2″-ის პროფილით ნორმალურად ფუნქციონირების გაგრძელების უზრუნველსაყოფად, მისი ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის მიზნით მოსამართლის გადაწყვეტილებით დანიშნულ იქნენ დროებითი მმართველები. ამავე განჩინებით, ყველა სხვა პირს დროებით შეუჩერდა აღნიშნული უფლებამოსილებები, სასამართლოს მიერ დროებითი მმართველის დანიშვნიდან მის გაუქმებამდე.
განჩინება, მისი სარეზულუციო ნაწილის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ აღსრულებას. შესაბამისად, განჩინების მე-8 და მე-9 პუნქტების თანახმად, დროებითი მმართველის უფლებამოსილებები და ამავე განჩინებით დადგენილი შეზღუდვები აისახა სამეწარმეო რეესტრში.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესით აღასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება 2015 წლის 6 ნოემბერს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, აქტის გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

იტვირთბა....