aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სახლიდან არ გვიშვებენ, პოლიციამ გზა გადაგვიხერგა” – ლაშა ბერულავა ატოციდან “მეტრონომს” ესაუბრა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ატოცთან ახლოს, საოკუპაციო ზონასთნ, იქ სადაც  ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს დავით ქაცარავასა და ლაშა ბერულავას ადგილობრივმა მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლი დროებით დაუთმო, საოკუპაციო ზონისკენ არ უშვებენ.

“სახლიდან ვერ გამოვდივართ. გინდ ფეხით, გინდ მანქანით. გზა ჩაგვიხერგა ადგილობრივმა პოლიციამ და გადაადგილების საშუალებას არ გვაძლევენ” – განუცხადა “მეტრონომს” ჟურნა;ისტმა ლაშა ბერულავამ.

მისი თქმით პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ ჩვენი საოკუპაციო ზონისკენ გადაადგილება მიზანშეწონილი არ არის.

“არადა ჩვენ გვინდა ჩვეულებრივი რიგითი პატრულირება განვახორციელოთ. ჟურნალისტებმაც სცადეს შესვლა მაგრამ ისინის იმ ადგილიდან გამოყარეს. ჩემთვის გაუგებარია რატომ იქცევიან ასე” – განაცხადა ბერულავამ.

ლაშა ბერულავამ “მეტრონომს ფოტომასალაც მოაწოდა.

შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს ქარელის რაიონის სოფელ ატოცში შეიარაღებულმა პირებმა ლითონის ბადეები მიიტნეს, რასაც მოყვა სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი. ადგილზე პარტულირებს ანტისაოკუპაციო მოძარობის წარმომადგენლები.

იტვირთბა....