aviabiletebi
მთავარი ციტატა

“საწვავით მომარაგება, ტერორისტებთან ურთიერთობა და ა.შ. – ეს მოსული თემაა ქვეყანაში” – ელისო კილაძე

“იარაღით ვაჭრობას, კონტრაბანდას, ტერორისტებთან ურთიერთობას… ეს ქვეყანა აღარ არის. ირანული ფულის გათეთრების სქემები, საწვავით მომარაგება, ტერორისტებთან ურთიერთობა და ა.შ. – ეს მოსული თემაა ქვეყანაში. რაკი ქალბატონმა თეონამ ეს განცხადება გააკეთა, მას აქვს გარკვეული ინფორმაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. კეთილი უნდა ინებოს და სახელმწიფომ ამ კითხვებზე პასუხი უნდა გაგვცეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ელისო კილაძე, “ქრონიკა +”  -ის რედაქტორი

“მთავარი არხი”

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი განმარტავს, თამარმა “შემთხვევით გახსნა და გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით”. თეონა თამაზაშვილის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა და იგი აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურასთან აქციას მართავს. ოჯახის ერთ-ერთი მოთხოვნა საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირებაა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....