aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქმეების გაყალბების ბიურო” – პროკურატურასთან “შეცვალეს” აქცია გაიმართა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“საქმეების გაყალბების ბიურო” – ამ ლოზუნგით მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ამ ფორმით მათ პროკურატურას ბურუსით მოცული საქმეები შეახსენეს.

“დღეს ჩვენ მოვიტანეთ  “ქართული ოცნების” მმართველობის დროს რამდენიმე გახმაურებული მკვლელობის საქმე, რომლებიც 2012 წლიდან დღემდე არის გამოუძიებელი, ან არის გაყალბებული ან შეიმჩნევა გაყალბების ფაქტები. მოვედით, რომ შევახსენოთ იმ ორგანოს, რომელსაც ევალება ამ საქმეების გამოძიება, რომ მსგავსი პრეცედენტები არ დაუშვას, ვინაიდან ბოლო პერიოდში, კრიმინალური სიტუაცია ისევ და ისევ გაუარესდა და ძალიან ბევრი საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, გამოუძიებლის ან დროებით შეჩერებულის სტატუსს ატარებს”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა წევრმა.

იტვირთბა....