aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია თემატურ გარბენს აწყობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია და პროგრამა “იყავი აქტიური საქართველოში”, ევროპული კვირეულის ფარგლებში თემატურ გარბენს აწყობს.

“საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია და ლიბერთი, პროგრამა “იყავი აქტიური საქართველოში” ეგიდით, უერთდება ეროპის სპორტის კვირეულს. აღნიშნული კვირეულის ფარგლებში ჩატარდება შემდეგი ღონისძიებები

23 სექტემბერი 18:00 საათზე, მრავავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი “დირსის” ტერიტორიაზე, შოთა ნადირაშვილი N24-ში, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია და ლიბვერთი, “იყავი აქტიური საქართველოსი” პროგრამის ფარგლებში , ეპატიჟება ყველას თემატურ გარბენზე.

“ჩვენ შეგვიძლია”

გარბენში მონაწილეობას მიირებენ მოყვარული მორბენლები და საპენსიო ასაკის აქტიური ადამიანები.

ყველა მონაწილეს დაურიგდება სამახსოვრო მაისურები და სერტიფიკატები.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიანმ მედლებითა და სიგელებით.

რეგისტრაცია უფასოა ” – ნათქვამია საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის განცხადებაში.

იტვირთბა....