aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეტრონომის” ექსკლუზივი: დაკარგული გოგონას მამამ ბავშვის პოვნის ფაქტი დაგვიდასტურა

aviabiletebi
ავიაბილეთები

როგორც „მეტრონომს“ მოზარდის მამამ, გაბრიელ გურასპაშვილმა განუცხადა, არასრულწლოვნის  მოძიება სოციალურ ქსელსა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გახდა შესაძლებელი.

გაბრიელ გურასპაშვლის განცხადებით, ნათია სასტუმროში, კერძოდ, ვარკეთილში იპოვეს. ის სოციალური ქსელით თავად დაუკავშირდა დეიდას.

როგორც მამამ „მეტრონომს“ უთხრა, გოგონა არავის მოუტაცია, ის თავად წავიდა სასტუმროში, თუმცა მიზეზი გაუგებარია. მამის  განცხადებით, მოზარდის ჯანმრთელობას საფრთხე არ დამუქრებია.

შეგახსენებთ, რომ 21 მაისიდან 16 წლის ნათია გურასპაშვილს ეძებდნენ. ის სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა.

P.S. არასრულწლოვანი გოგონას სახელის, გვარის და ფოტოს გამოქვეყნება მის მშობელთან შეთანხმებით მოხდა.

იტვირთბა....