aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

რადიო “ჰერეთი” სუს-ს სასამართლოში უჩივლებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლაგოდეხში ბაისუბნის ანძაზე სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის გადამცემი აპარატურა რადიო ჰერეთის მრიცხველზე იყო მიერთებული.- ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის ხელმძღვანელმა რამაზ სამხარაძემ განაცხადა. “ელექტროენერგიაზე საეჭვოდ მაღალი გადასახადები მოგვდიოდა, აღმოჩნდა რომ სუს-ის გადამცემი აპარატურა ჩვენ მრიცხველზე დაახლოებით 2 წელია მიერთებული იყო. ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა ტელერადიო ცენტრის ადმინისტრაციასაც.” – განაცხადა რამაზ სამხარაძემ, რომელიც სუსის კახეთის რეგიონის წარმომადგენელსაც ესაუბრა.

“მე ვესაუბრე ვინმე გივის, რომელიც მათი ერთ-ერთი ხელმძღვანელია კახეთში, ვინც კურირებს გადამცემ აპარატურას, მან განმიცხადა რომ თქვენ იცით საერთოდ ვის ეკუთვნის ეს გადამცემებიო, რაზეც მე ვუპასუხე რომ არ მაინტერესებდა ვის ეკუთვნოდა აღნიშნული აპარატურა და რომ გავთიშავდით და ვიჩივლებდი”

რადიოსადგური ზარალის ოდენობას ითვლის.

იტვირთბა....