aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საპრეზიდენტო კანდიდატი არ გვეყოლება და დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭერთ მხარს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიორგი ვოსლკის თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ მათ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლებათ და დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს, არ შეიცვლება.

„პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის, რასაკვირველია. არ მგონია, რომ ახალი წინადადებები იყოს დღეს. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ “ქართულ ოცნებას” არ ეყოლება თავისი კანდიდატი, სწორია, აწონილ-დაწონილია და სტრატეგიულად გამართულია, როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის გასაგები. რაც შეეხება კიდევ უმრავლესობის შეხვედრას ისიც ხვალ ჩატარდება და დღევანდელი პოლიტსაბჭოს სხდომა გარკვეულწილად გაგრძელება იქნება ხვალ უმრავლესობის სხდომით,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა ერთი საათია, რაც მიმდინარეობს. შეხვედრას სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. სწორედ დღეს გაირკვევა, რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტია.

იტვირთბა....