aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

უმრავლესობის ნაწილი პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის თარიღის 2018 წელს გადმოტანაზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უმრავლესობა პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის თარიღის 2018 წელს გადმოტანაზე საუბრობს. განცხადება ამის შესახებ პარლამენტის “ფრაქცია ქართული ოცნება – მწვანეების” თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა გაბუნიამ დღეს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გააკეთა. გაბუნია განმარტავს, რომ კომპრომისმა აზრი დაკარგა, რის გამოც ამოქმედდება ის, რაც არის კონსტიტუციურად სწორი.

“არავის არ უნდა მიაჩნდეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღება ვინმეს მიმართ ჯიბრის გამო. ამიტომ მოვხსენით ჩვენ ეს პრობლემა დღის წესრიგიდან და ვთქვით, მოდი ნუღა დავამკვიდრებთ ამ წესს 2018 წლისთვის, დავამუშავოთ ეს წესი 2023 წლისთვის, მაგრამ ეს გონივრული კომპრომისი არ იქნა გონივრულად მიღებული ოპონენტების მხრიდან. ამიტომ აზრს კარგავს ყოველგვარი კომპრომისი და მიგვაჩნია, რომ რაც კონსტიტუციურად არის სწორი შეიძლება ის 2018 წელსვე ავამოქმედოთ„ – განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობისას უმრავლესობამ პირობა დადო, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა 2023 წლიდან ამოქმედდებოდა.

 

იტვირთბა....