aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

სამხრეთ აფრიკამ ICC-ის პუტინის დაკავების ორდერისთვის მიმართა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი ოფიციალურად მოსთხოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BBC ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტი სამხრეთ აფრიკის დედაქალაქში, იოჰანესბურგში BRICS-ის სამიტზე დასასწრებად უნდა ჩასულიყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია რომ ის სამიტს პირადად აღარ დაესწრება. მის მაგივრად სამიტზე რუსეთს, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი წარადგენს.

Brics-ის სამიტი სამხრეთ აფრიკაში 22-24 აგვისტოს გაიმართება.

სამხრეთ აფრიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის წევრი ქვეყანაა, შესაბამისად იგი იძულებლი იქნება რომ პუტინი დააკავოს იმ შემთხვევაში თუ იგი მის ტერიტორიაზე ჩავა.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, სირილ რამფოსას განცხადებით, რუსეთი მათ ომით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ პუტინს დააკავებდნენ. ამის თავიდან აცილების გამო კი პრეზიდენტმა სასამართლოს სთხოვა, რომ უფლება მიეცათ, არ დაეკავებინათ პუტინი.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი მიმდინარე წლის 17 მარტს გასცა. ორდერი რომის სტატუტის მონაწილე ყველა ქვეყანას ავალდებულებს, რომ მათ ქვეყანაში მოხვედრის შემთხვევაში, ის დააპატიმრონ.

იტვირთბა....