aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ უწყების თანამშრომელთა შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სანდრო ახმეტელის სახელობის მუნიციპალური დრამატული თეატრის მსახიობებმა ბავშვებს, ჯეიმს მეთიუ ბარის ნაწარმოებზე დაყრდნობით, რეჟისორ ლაშა გოგნიაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი „პიტერ პენის თავგადასავალი“ წარუდგინეს. მათ მულტფილმების გმირებთან ერთად სურათებიც გადაიღეს. მოგვიანებით კი, მოზარდებს საჩუქრებიც დაურიგდათ.

ახმეტელის თეატრი თავდაცვის უწყებასთან მემორანდუმის საფუძველზე რამდენიმე წელია, თანამშრომლობს.

ღონისძიებას ორგანიზება უწყების სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გაუწიეს.

იტვირთბა....