aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სამსახურისთვის თავის არიდება 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამხედრო სამსახურისთვის  კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებების მიხედვით, სამსახურისთვის თავის არიდება 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება.  კანონპროექტი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ წარადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ  პირი, რომელიც ჯანმრთელობის გაუარესების სიმულაციით, თვითდაზიანებების მიყენებით ან ყალბი დოკუმენტების მომზადებით სამხედრო სამსახურის თავიდან არიდებას შეეცდება, ჯარიმით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

„ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას ნამდვილად სჭირდებოდა ეს კონკრეტული ინიციატივა,“ – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

სახალხო დამცველის აპარატში კი  ფიქრობენ, რომ კანონპროექტი დაუსაბუთებელია და მთავრობამ რეპრესიული მიდგომა უნდა შეცვალოს.

 

 

იტვირთბა....