aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვაზე პრეზიდენტი 170 სტუმარს ელოდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფართომასშტაბიანი შეხვედრა გაიმართება. 170 სტუმარს ავლაბრის რეზიდენციაში დღეს 15:00 საათზე ელოდებიან.

დღეს კამპანიის პრეზენტაციაა დაგეგმილი და მიწვეულ სტუმრებს იმ ღონისძიებებს გააცნობენ, რომელსაც მოიცავს საერთო საყოველთაო განხილვის პროცესი, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება.

როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მაღალი დაინტერესება არსებობს.

“ჩვენ ვიწყებთ კამპანიას კონსტიტუციის განხილვასთან დაკავშირებით საერთო სახალხო ჩართულობის უზრუნველსაყოფად. შეხვედრაზე სიტყვით გამოვა პრეზიდენტი, რომელიც კამპანიის მიზნებზე ისაუბრებს შემდეგ იქნება კონკრეტული ნაბიჯების პრეზენტაციას. ველოდებით ძალიან ბევრ სტუმარს. დაინტერესება და ჩართულობა ძალიან დიდია. იმედი გვაქვს რომ ეს კამპანია ძალიან კარგად ჩაივლის”- განაცხადა ეკა მიშველაძემ.

იტვირთბა....